პაცცა გლდანში

პოსტის დაწერამდე, ერთი რამ ზუსტად ვიცი – ეს სიახლე, ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრ თქვენგანს, გულწრფელად გაუხარდება და ეს გვაძლევს უზარმაზარ ძალას, ბოლო ხმაზე ვიყვიროთ – მარტიდან, პაცცა, გლდანში დაიდებს მესამე ბუდეს 😭🥹🥰

მე ვიცი, რომ გლდანში ბევრს გიყვარვართ, მაგრამ ქქქთხოვთ, თუ მაინც გვეჩხუბებიან დამწვარ პიცებზე, დაგვეხმარეთ ხოლმე, თორე ჯერ შპაკლი არაა წასმული კედლებზე, უკვე ამიწია შაქარმა 😰😩😂

ძალიან ვნერვიულობთ, წინ ბევრი შრომა, ახალი კადრები, ბევრი შეცდომა და ბევრი ნერვიულ-სიხარულობის ცრემლი გველის, მაგრამ თითებგადაჯვარედინებულებს და თვალებდახუჭულებს, როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენი იმედი გვაქვს! 🥹🥰

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით

წავიდა, მარტის დასაწყისში ვხვდებით გლდანში! ✊🏾🎈

სიყვარულით დამწვარი,

პაცცა 💕

რომელი ფილიალიდან გსურთ გამოძახება ?

რომელი ფილიალიდან გსურთ გამოძახება ?

რომელი ფილიალიდან გსურთ გამოძახება ?